|
2016-07-25 14:47:34, 1049 ნახვა
სამართალი
პაპუაშვილი: თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს
„თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან მზადყოფნა იქნება“,-ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიაზროს ინფორმაცია და ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება. სწორედ ეს მინდა, რომ პოლიტიკურმა ხელმხღვანელობამ გაიზიაროს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება, რათა გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით და მოსამართლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ საქმიანობა. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მთავარ პროკურორთან შეხვედრა და არა ის, რომ ბათუმის პროკურატურამ გამომიგზავნა მოსაწვევი, მობრძანდითო. მთავარი პროკურორი ჩვენ არ დაგვკავშირებია. ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი. ყველამ უნდა გაიზიაროს ის ფაქტი, რომ ამ ინსტიტუციის ნორმალური მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ინტერესებთან. თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან იქნება მზადყოფნა“,-აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)