|
2016-07-25 12:18:16, 1828 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - გარდაცვლილია 14 ადამიანი
ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ქალები და ბავშვები. აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოს" ჯერ არ აუღა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თავდასხმებს ყველაზე ხშირად სწორედ აღნიშნული დაჯგუფება ახორციელებდა. როგორც Reuters წერს, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მათი კონკრეტული რაოდენობა უცნობია. პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ თვეში "ისლამური სახელწმიფოს" მიერ მოწყობილ ტერაქტს 292 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობისთვის, 2003 წლიდან ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო ბაღდადში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)