|
2016-07-24 13:20:59, 750 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური სოფლის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის ბოლო ეტაპი დაიწყო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს 2000 მმ-იანი გარცმის მილის გატარება, რომელშიც მოეწყობა 1600 მმ-იანი კანალიზაციის მილი. მათივე ცნობით, აღნიშნული მილი ოლიმპიურ სოფელს თბილისის ცენტრალურ კოლექტორთან დააკავშირებს. დავით ნარმანიას თქმით, სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, ახალი საკანალიზაციო სისტემა იქმნება. „ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მიწისქვეშა კომუნიკაციებმა გზის ნიშნულიდან 6 მეტრის სიღრმეზე ისე გაიაროს, რომ გზა საერთოდ არ დაზიანდეს. ეს იქნება მაგისტრალური სადენი, სადაც გაივლის საკანალიზაციო წყლები. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით, თბილისის ერთ-ერთი დიდ უბანი ოლიმპიურ დასახლების სახით, ასევე ვაზისუბანი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას დაუკავშირდება“ - განაცხადა თბილისის მერმა. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე საკანალიზაციო ქსელები მოეწყო ოლიმპიური სოფლიდან აეროპორტის ტრასამდე და კახეთის გზატკეცილიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამავალ ცენტრალურ კოლექტორამდე. ოლიმპიური სოფლიდან ქინძმარაულის ქუჩის ბოლომდე მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „award” აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის ბოლო ეტაპზე 444 500 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. (NS)
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)