|
2016-07-23 16:53:11, 1631 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი
მიუნხენის პოლიციის უფროსის ჰუბერტუს ანდრეს განცხადებით, 18 წლის თავდამსხმელსა და ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შორის აშკარა კავშირი არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმელი „გლოკის“ ტიპის პისტოლეტით და 300 ტყვიით იყო შეიარაღებული. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ეთნიკურად ირანელი თავდამსხმელი მიუნხენში დაიბადა. ის ფსიქიკურად დაავადებული იყო. როგორც BBC -ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელს Facebook-ის ყალბი პროფილი ჰქონდა გაკეთებული, რომლითაც ის ხალხს იმ ტერიტორიაზე ეპატიჟებოდა, სადაც შემდგომ თავდასხმა განახორციელა. მიუნხენის პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ინფორმაცია თავდამსხმელის კავშირზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“. გერმანიაში გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)