|
2016-07-23 13:41:49, 1723 ნახვა
მსოფლიო
ჟურნალისტ პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ
ცნობილ ჟურნალისტ პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი ბელარუსში გუშინ გადაასვენებს. დილიდან მინსკის მთავარ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცერემონიას შერემეტის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ პაველ შერემეტი კიევში სამი დღის წინ ავტომანქანის აფეთქების დროს დაიღუპა. გამოძიების ცნობით, მის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს ორი პირი, რომელიც შერემეტის მანქანას უახლოვდება და ბომბს ამონტაჟებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთ მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა სახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)