|
2016-07-23 11:39:20, 777 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები თითქოს, პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არაფერი ხდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება პროკურატურის მხრიდან ამჯერადაც იგნორირებული არ იქნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ,,აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს არაფერი ხდება პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება და სამწუხაროდ, ამას პროკურატურის მხრიდან, როგორც ჩანს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. იმედია, რომ ახლა, ამ შემთხვევაში მსგავსი არ განმეორდება და მსგავსი გულგრილობით არ მოხდება, ამ ფაქტის კვლავ გვერდზე გადადება. რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრას, დრო ზუსტდება და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. როდესაც პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდებიან, ვფიქრობ, რომ მაშინ იქნება უფრო მეტი დეტალი ცნობილი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)