|
2015-03-05 15:46:06, 1043 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა", მეწარმეობის განვითარების სააგენტომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ მემორანდუმი გააფორმეს
„თიბისი ბანკის" სათავო ოფისში, „თიბისი ბანკს“ , მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC-ს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია,ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებ-პორტალის (tbcbusiness.ge) ხელმისაწვდომობას. სამმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტის - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში შედგება: რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბიზნესის წამოწყებით, ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან“ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. „tbcbusiness.ge-ს ფარგლებში, სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის შექმნილია აპლიკაცია -„თიბისი ბიზნეს აკადემია“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის და დამწყებ ბიზნესმენებს მისცემს საშუალებას, საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, „თიბისი ბიზნეს აკადემია“ აძლევს აპლიკანტებს საშუალებას, სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ სერთიფიკატი. საგანმანათლებლო ბიზნეს ვებპორტალი (tbcbusiness.ge) IFC- ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიმნა. მასში თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტ-უნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში ეხმარება. ამ პორტალის ამოქმედება საქართველოში IFC-ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. IFC-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდა და შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,-ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში. ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, მეწარმეობის სააგენტოსთან და საერთაშორისო საფინანსო კომპანიასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობსმცირე ბიზნესის განვითარებას. „პირველი ეს პროექტი მოხმარდება მცირე ბიზნესის განვითარებას და ეს იქნება თბილისს გარეთ. მეორე „თიბისი ბანკმა" გაუშვა აპლიკაცია, რომელიც არის ვირტუალურ სივრცეში და ადამინს ნებისმიერი კუთხიდან აძლევს შესაძლებლობას , რომ ცოდნა გაიღრმავოს, ამ აპლიკაციების და ვებ საიტის მეშვეობით. ასეთი პროექტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წელს“,-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. მემორანდუმს „თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ და IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში, თეა გიგიბერიამ მოაწერეს ხელი.
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)