|
2016-07-21 15:46:56, 1191 ნახვა
სამართალი
პაპუაშვილი: მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. პაპუაშვილის თქმით, ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ. "დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ. "ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის დემოკრატიისთვის და მზადყოფნას გამოვთქვამ ამ საკითხზე ქვეყნის პირველ პირებთან ვისაუბრო", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)