|
2016-07-21 10:18:49, 1601 ნახვა
მსოფლიო
ერევანში არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა
ერევანში, არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 45-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის 25 სამართალდამცველია, 18 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც BBC წერს, არეულობა ერევანში, ერებუნის ქუჩაზე გუშინ საღამოს პოლიციის შენობასთან დაიწყო, სადაც უკვე 5 დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი. შეტაკებაში, ოპოზიციონერი ჟირაირა სეფილიანის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. აქტივისტებმა პოლიციის შენობას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მედიის ცნობით, ათობით ადამიანია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა გუშინ დაიკავა. მათ ერთი სამართალდამცველი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. გარდაცვლილი სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანია. მათ ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანისა და სხვა პირების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ისინი ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)