|
2016-07-20 16:10:17, 1697 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ BBC პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო ყოველ 6 თვეში წინასწარ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით იცვლება. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა გამხდარიყო. ტერეზა მეის თქმით, აღნიშნულ პერიოდში მისი მთავრობა დაკავებული იქნება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებებით. 19 ივლისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის იურისტმა ჯეისონ კოპელმა განაცხადა, რომ ლონდონი 2016 წლის ბოლომდე ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლს არ აამოქმედებს. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარის, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)