|
2016-07-20 14:11:53, 1731 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აკრძალავა ხელისუფლების მორიგ განკარგულებამდე იმოქმედებს. ამასთან, საბჭოს მოთხოვნით, უკვე საზღვარგარეთ მყოფი ყველა თურქი პედაგოგი და მეცნიერი უმოკლეს ვადებში თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დაბრუდნეს. ცნობისთვის, თურქეთში განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამდებობა ასევე უნივერსიტეტების დეკანებმა დატოვეს. შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს. სიაში სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები არიან. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. ცნობისთვის, თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)