|
2016-07-20 13:07:20, 1761 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ" წინასაარჩევნო პლატფორმა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის „რესპუბლიკურმა პარტიამ" კლივლენდში მიმდინარე ყრილობაზე წინასაარჩევნო პლატფორმა დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "რესპუბლიკური პარტია" აღმოსავლეთ ევროპაში ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს არ შეეგუება. “როგორც სახლში ისე საზღვარგარეთ, კრელის რეპრესიული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ერებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღადგინეს დამოუკიდბელობა. ჩვენ არ შევეგუებით ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინაში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაბამის კონსტიტუციურ ზომას, რათა პასუხისმგებლობა დაესკისროს აგრესიისა და მკვლელობების მონაწილეებს”, - ნათქვამია აშშ-ს "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებულ დოკუმენტში. წინასაარჩევნო პლატფორმაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს მხრიდან დიდი ყურადღება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან დიპლომატურ ურთიერთობებს, ვაჭრობასა და სტრატეგიულ დაგეგმარებას მიექცევა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)