|
2016-07-20 10:57:19, 1856 ნახვა
მსოფლიო
კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს
ავტომობილის აფეთქების შედეგად, კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილი გამთენიისას, მას შემდეგ აფეთქდა, რაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა და მანქანით, რამდენიმე მეტრი გაიარა. ავტომობილი "უკრაინსკაია პრავდას" მმართველს, ალიონა პრიტულას ეკეთვნოდა. ის ავტომობილში არ იჯდა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ. მისი თქმით, ავტომობილი სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, მომხდარი მკვლელობა უმოკლეს დროში იქნას გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. მუშაობდა ORT-ზე, მიჰყავდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია". ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შერემეტი კიევში ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)