|
2016-07-18 16:04:02, 1716 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის მთავრობა: ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯას იყენებს, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნება
ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯას იყენებს, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნება, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა. როგორც ზაიბერტმა აღნიშნა, სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს შეაჩერებს. “გერმანიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საკიტხზე მკაფიო პოზიცია გააჩნიათ, ჩვენ სიკვდილით დასჯა კატეგრიულად მიუღებელი მიგვაჩნია”, - განაცხადა ზაიბერტმა. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, თურქეთში სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი ვერ იქნება. მანვე განმარტა, რომ თურქეთი ევროსაბჭოს წევრი და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ხელმომწერია. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს. ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)