05:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:37:30, 1857 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში სასამართლო შენობასთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

ანკარაში სასამართლო შენობასთან, სადაც ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გენერალი მიიყვანეს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN Turk  ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მას სამხედრო ფორმა ეცვა. ამასთან, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედიიც ცნობით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. თურქი სამართალდამცველები სასამართლოს შენობასთან ყველა ავტომანქანას ჩხრეკენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით სულ 103 გენერალი და ადმირალი დააკავეს.

თურქეთში ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 6000-მდე ადამიანია დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics