|
2016-07-18 13:04:27, 1227 ნახვა
სამართალი
სროლა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში - დაჭრილია ორი ადამიანი
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორმა პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ორივე მათგანი დაჭრილია. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ორი მოქალაქე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ცეცცხლსასროლი იარაღიდან იყო გასროლა. დაჭრილია დაპირისპირებაში მონაწილე ორივე ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ორივე ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფებიან სამართალლდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. აღნიშნულ ინციდენტს კავშირი არ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, უბრალოდ, ინციდენტი მოხდა ბიუროს ეზოში“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)