|
2016-07-16 21:43:12, 1715 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს ელჩი თურქეთში ერდოღანთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ირაკლი კოპლატაძე, რამდენიმე საათის განმავლობაში რეჯებ ტაიპ ერდოღანთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა. ამის შესახებ თავად ელჩმა "კურიერის" ეთერში განაცხადა. ელჩის თქმით, პარლამენტში საგანგებო სესია ჩატარდა და ყველა საპარლამენტო ლიდერმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, სადაც გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მიესალმნენ. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება დაფიქსირდა უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ელჩის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი დიდი ხანია, გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მოხდეს და თურქეთი საპარლამენტო წყობილებიდან საპრეზიდენტოზე გადავიდეს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი და პრემიერი აღნიშნავენ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ საზოგადოება ამბოხის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რამაც მდგომარეობა შეცვალა. ელჩის თქმით, 3 ათასი ადამიანია აყვანილი მხოლოდ სამხედროებიდან. ელჩმა ქართველების შესახებაც ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტიდან 2 რეისი განხორციელდა და გოგჩენის აეროპორტებში 2 გამოფრენა არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)