|
2016-07-16 02:36:47, 1468 ნახვა
მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტელეკომპანია TRT-ს ცეცხლი ვერტმფრენიდან ოთხჯერ გაუხსნეს. აღსანიშნვია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება ცნობისთვის, სტამბოლის თავზე სამხედრო ვერტმფრენები ამ დრომდე პატრულირებენ. მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართვის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მათ აღარაფრის ეშინიათ და პოლიციას შეუერთდნენ. ერდოღანს უცხადებენ მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)