|
2016-07-15 20:09:18, 904 ნახვა
პოლიტიკა
ანი ბირჩალი: ვიზალიბერალიზაციის სწრაფად მიღება აუცილებელია, რადგან ხალხმა ფრუსტრაცია არ განიცადონ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის მიმდინარე პროცესი იყო. რუმინეთის პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ რუმინელი ხალხისა და მთავრობის დიდი სურვილია, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს. ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, საქმით ვცდილობთ, დაგეხმაროთ. მინდა, რაც შეიძლება მალე მიიღოთ უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირთან, რადგან არ მსურს, ქართველმა ხალხმა გაჭიანურებული პროცესის გამო ფრუსტრაცია განიცადოს, ხოლო მთავრობას, პირადად თქვენ, რომელიც ამდენს აკეთებთ ამ პროცესის წარმატებისთვის, საქართველოს მოსახელობისთვის იმის ახსნა მოგიწიოთ, რატომ ჭიანურდება პროცესი. ამ პროცესის ხელშეწყობისთვის ჩემი მთავრობა, პარლამენტი და პირდად მე ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ გკითხოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია”, - განაცხადა ანა ბირჩალმა. იუსტიციის მინისტრმა რუმინელ პარლამენტარს დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ “რუმინეთი არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც არ საჭიროებს დახმარების თხოვნას და თავად მუშაობს საქართველოსთან ერთად ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის”. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა თავის რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რუმინეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შეთანხმდნენ, რომ სასამართლოს რეფორმირების პროცესში გარღმავდება დახმარება, რომელშიც რუმინეთის პარლამენტის სასამართლოს საქმეთა კომიტეტი ჩაერთვება.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)