22:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 15:05:16, 766 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მცხოვრებლებს დასუფთავების დავალიანების გადახდა ეტაპობრივად შეეძლებათ

თბილისში დასუფთავების გადახდის წესში მთავრობის ინიციატივით ცვლილება შევიდა. 

როგორც ”ექსპრესნიუსს" ”თბილსერვის ჯგუფიდან” აცნობეს, ცვლილების თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - 12 თვის განმავლობაში. 

”თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში. 

თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics