18:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:39:49, 687 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი გაწვევის გაუქმებაზე: დოკუმენტი განხილვას არ საჭიროებს

„გუშინდელ გადაწყვეტილებას არ გავაუქმებ, ეს არის თავდაცვის მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტს განხილვა არ სჭირდება.

„თუ უშიშროების საბჭო ან მთავრობა გადაწყვეტს, აღნიშნული დოკუმენტის განხილვას სავალდებულო გაწვევის საკითხთან დაკავშირებით, მე რა თქმა უნდა როგორც თავდაცვის მინისტრი ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებ, თუმცა ვთვლი, რომ დოკუმენტი განხილვას არ საჭიროებს და ის თავდაცვის მინისტრის კომპეტენციის ფარგლებშია მიღებული. თავის დროზე აღნიშნული საკითხი დამტკიცებული აქვს პრეზიდენტს და მზად ვარ დისკუსიებში მონაწილეობა მივიღო“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics