|
2016-06-28 11:48:16, 1068 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ
ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ პროდუქტი და მომსახურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან ასოცირების ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის თავზე შედგა. ასოციაციასთან მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე ვადებში, წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამით ქართულ ბიზნესს ეხსნება 14 მილიონიანი ბაზარი. მისი თქმით, მთლიანი ერთობლივი შიდა პროდუქტი, რომელსაც ეს ოთხი ქვეყანა აგენერირებს, 850 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა მიმართულებას ფარავს, ქართველ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, რათა საკუთარი მომსახურება და პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელს სამთავრობო გუნდს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში. მისი განცხადებით, მოლაპარაკება დაგეგმილზე სწრაფად დასრულდა და აღნიშნულმა პროცესმა მხოლოდ 6 თვე შეადგინა. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) შედის ევროპის ოთხი სახელმწიფო: შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)