|
2016-06-25 13:48:20, 1281 ნახვა
მსოფლიო
ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა
ვარშავაში დაგეგმილი ევროატლანტიკური კავშირის სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, - ამის შესახებ Sputnik News წერს. მედია საშუალების იფნრომაციით, ადგილობრივი პოლიციის მთავარმა სამმართველომ ათობით ელექტრონულ მისამართზე სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეტალური გეგმა გადააგზავნა. ეს, ძალოვანი უწყებების მიერ, უსაფრთხოების გეგმის შეცვლის მიზეზი გახდა. უწყების ცნობით, უცნობია, ვის აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციასთან, ამიტომ ტავის დაზღვევის მიზნით, გეგმის შეცვლა გახდა აუცილებელი. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, პოლიციის გენშტაბის უფროსმა, რომელიც მომხდარისთვის პასუხისმგებელია, თანამდებობა უკვე დატოვა. როგორც მედია საშუალება წერს, პოლონური პოლიციის მიერ გავრცელებული ელექტრონული წერილი ვარშავის სამიტის სტუმართა ჩასვლის თარიღების, საათების, ადგილსამყოფელის შესახებ, პოლიციის, ჟანდარმებისა და სპეცდანიშნულების ძალების განლაგების ადგილების შესახებ, ასევე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირების მარშრუტებისა და მობილური ტელეფონების მონაცემებს და ინფორმაციას შეიცავდა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში 8-9 ივლისსაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)