|
2016-06-25 11:42:08, 668 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ გამოფენა „მე ვხედავ თითებით" დაათვალიერა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ეწვია და გამოფენა „მე ვხედავ თითებით" გახსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვისაა შექმნილი. პროექტის მიზანი, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების კულტურულ-შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციაა. მაკა ჩიჩუას გამოფენის ორგანიზატორმა, ცნობილმა მხატვარმა ქეთევან მატაბელმა უმასპინძლა. პირველი ლედი გამოფენის მონაწილე ხელოვანებს ნაშრომების შესახებ გაესაუბრა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქეთი მატაბელმა გაუკეთა ორგანიზება ამ შესანიშნავ პროექტს და შეკრიბა საუკეთესო მხატვრები, რომლებმაც უსინათლო ადამაიანებთან ერთად, შექმნეს მათთვის ადაპტირებული გამოფენა. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, შეუძლებელია გადმოსცე სიტყვებით ეს ემოცია. ეს გამოფენა უნდა დაათვალიეროთ, შეეხოთ, იგრძნოთ და შეიქმნათ შთაბეჭდილება. შემდეგ კი მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამ ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ",- აღნიშნა პირველმა ლედიმ. გამოფენაში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა და მათმა სუდენტებმა, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების, მათ შორის, უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და სახვითი ხელოვნების ექსკლუზიური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)