18:17 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 20:25:25, 648 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრგანგეთის ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარომადგენლის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ქალიშვილის  ქალბატონ ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
 
ქალბატონი ნათელა უშუალო მოწმე და მონაწილე იყო იმ რთული, დრამატული ათწლეულებისა, რაც სამშობლოსაგან დაშორებულმა ქართველებმა გმირულად განვლეს. მას წამითაც არ შეუწყვეტია სამშობლოზე ზრუნვა, საქართველოსთვის ყველაზე ავბედით პერიოდშიც კი არ განელებია საბოლოო გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების რწმენა. მრავალ სხვა ამაგთან ერთად, ფასდაუდებელია მისი წვლილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მამულიშვილურ საქმეში. მოხარული ვარ, რომ სულ ახლახანს მქონდა პატივი მისი პირადად გაცნობისა.
 
ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებ ქალბატონი ნათელა ჟორდანიას ნათელ ხსოვნას," - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics