14:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 12:56:07, 702 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: MAP-ი აღარ არის ეტაპი, რომელიც უნდა გავიაროთ ნატოში გასაწევრიანებლად

ნატოში გასაწევრიანებლად თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ MAP-ი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა და როცა, შედგება კონსენსუსი საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველო MAP-ს მიიღებს.

ხიდაშელის თქმით, MAP-ი აღარ არის საქართველოსთვის ეტაპი, რომლის უნდა გაიროს ნატოში გასაწევრიანებლად.

ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსთველოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო ნათელი ტექსტი იქნება წარმოდგენილი იმისათვის, რომ ორმაგი ინტერპრეტაცია არ იყოს.

„მეთვრამეტე წელია მაკედონიას MAP-ი აქვს, დეკემბრამდე ფორმალური მდგომარეობა იყო ასეთი, ჩვენ ვიყავით სადღაც, ამის შემდეგ უნდა მიგვეღო MAP-ი და შემდეგ შეიძლება ბევრი წელი გველოდა MAP-იდან ევროპამდე, სანამ წევრები გავხდებოდით. ჩვენ, რომ დღეს პრაქტიკულ ცხოვრებაში MAP-ი აღარ გვჭირდება ეს უნდა იყოს ადეკვატურად ასახული დოკუმენტებში.

დეკემბერს მივაღწიეთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა იქნება კონსენსუსი, იქნება კონსენსუსი წევრობაზე, MAP-ს მოგვცემენ და ამავდროულად მოგცემემენ მოწვევას წევრობისთვის. MAP-ი აღარ არის ეტაპი ჩვენთვის, რომლის უნდა გავიაროთ ნატოში გასაწევრიანებლად, იმედი გვაქვს ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო ნათელ ტექსტს მივიღებთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics