05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 10:59:59, 2973 ნახვა

სამხედრო
გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში მოტორიზირებული პატრულირება განახორციელა

მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულის ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში მოტორიზირებული პატრულირება განახორციელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ქართული ასეულის რუტინული პატრულის მიზანი ბაზა „მარმალის“ დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლია.

ქართველმა სამხედროებმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics