|
2016-06-17 16:56:52, 1249 ნახვა
მსოფლიო
ფრანგმა პოლიციელმა ქვეყნის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა
ფრანგმა პოლიციელმა ქვეყნის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა. ინციდენტი საფრანგეთში, სამშაბათს დაღუპული პილიციელის დაკრძალვის ცერემონიალზე მოხდა. პოლიციელი მისმა მეწყვილემ მოკლა. მკვლელმა მას მუცლის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, ტყვედ აიყვანა დაღუპულის მეუღლე და სამი წლის შვილი. მან, მოგვიანებით ცივი იარაღით გარდაცვლილის მეუღლეც მოკლა, რომელიც ასევე პლიციელი იყო. სამართალდამცველებმა დამნაშავის ლიკვიდირება ადგილზევე მოახდინეს. დაღუპულის კოლეგამ დღეს ხელი არა მხოლოდ ფრანსუა ოლანდს, არამედ პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსსაც არ ჩამოართვა. ქვეყნის უმაღლესმა პირებმა დაღუპულის კოლეგას ხელი გაუწოდეს, ის კი, ადგილზე გაუნძრევლად იდგა და მათ საპასუხოდ ხელი არ გაუწოდა. მოგვიანებით, ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ პოლიციელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, თუმცა კონკრეტულად რა, მედიისთვის, რა თქმა უნდა, უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)