11:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 11:28:05, 575 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ კერი: შოკირებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო

"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო", - ასე ეხმაურება აშშ-ის სახლემწიფო მდივანი, კონ კერი, ბორის ნემცოვის მკვლელობას. 

კერის განცხადებას აშშ-ის სახელწმიფო დეპარატამენტი ავრცელებს. 

სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცეს.

"შემაძრწუნა და დამამწუხრა მოსკოვის ცენტრში, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ამბავმა. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება უფრო დემოკრატიულ, წარმატებულ და ღია რუსეთს მიუძღვნა. აგრეთვე, რუსეთსა და მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირს. ის თავის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ის ყველა პოსტზე ცდილობდა რუსეთის რეფორმირებას და გახსნას; რუსი ხალხის გაძლიერებას, რომ მათ მეტი ძალაუფლება ჰქონოდათ ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რათა დროულად ჩატარდეს გამოძიება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულ", - აცხადებს კერი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics