|
2016-06-15 16:31:15, 1328 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფო" ბელგიასა და საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავს
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ბელგიასა და საფრანგეთში ახალ ტერაქტებს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციის Reuters ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იუწყება, ბელგიის პოლიციამ გაფრთხილება მიიღო იმის შესახებ, რომ ისლამისტ მებრძოლთა ჯგუფი სირიიდან ევროპის მიმართულებით ბელგიასა და საფრანგეთში თავდასხმების განსახორციელებლად მიემგზავრება. Reuters-ის ინფორმაციით, ბელგიის კრიზისულმა ცენტრმა შესაბამისი გაფრთხილება ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებას უკვე გადაუგზავნა, თუმცა საფრთხის დონის მაქსიმალურამდე გაზრდა ჯერ არ იგეგმება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბელგიურმა გამოცემა La Derniere Heure-მა კრიზისულ ცენტრში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერორისტების ჯგუფმა დაახლოებით 10 დღის წინ სირია დატოვა და თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ცენტრალური ევროპისკენ გაემართა. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის საღამოს, პარიზის გარეუბანში მამაკაცმა, რომელმაც “ისლამური სახელმწიფოსადმი” ერთგულების შესახებ განაცხადა, ორი ფრანგი პოლიციელი მოკლა და ერთ-ერთ მოკლული პოლიციელის სახლს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამართალდამცველის მეუღლე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)