|
2016-06-15 14:56:23, 655 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასრულდა
11-13 ივნისს აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია არჩილ ხაბაძის ხელმძღვანელობით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასილ თალიბოვს შეხვდა. „ორ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება, ორივე მხარის ძალისხმევით ეს ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება და ფართოვდება", -აღნიშნა ვასილ თალიბოვმა. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარემ აჭარასთან თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრა, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებს მოიცავს. „აღსანიშნავია თანამშრომლობა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსისტეტს შორის.წელსაც გავაგრძელებთ ინიციატივას ქართველი და აზერბაიჯანელი შშმ ბავშვების მკურნალობას გამაჯანსარებელ სარეაბილიტაციო ცენტრებში. იგეგმება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამის დასტურია ბათუმში გახსნილი საავტობუსო მარშუტი-ახალი ნახიჩევანი.ყოველივე ეს განაპირობებს მჭიდრო კავშირს ორ ავტონომიას შორის", - აღნიშნა თალიბოვმა. აჭარასა და ნახიჩევანს შორის თანამშრომლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სექტორებში ურთიერთანამშრომლობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. შევედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს, ხაზი გაუსვეს ორ ავტონომიას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ნუგზარ ფუტკარაძე და აზერბაიჯანის რეპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ისმაილოვი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის შესახებ ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის პრეს-სამსახური AzerTac-ი იუწყება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)