14:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 12:38:10, 1443 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის თავდასხმაში მონაწილეებმა ინსტრუქციები სირიის ტერიტორიიდან მიიღეს

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში თავდასხმაში მონაწილეებმა ინსტრუქციები სირიის ტერიტორიიდან მიიღეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე კულმუხანბეტ კასიმოვზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ყახაზეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, სულ ტერაქტის მომზადებაში 45 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, 19 ადამიანმა თავდასხმაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, 10 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ აქტობეში თავდასხმაში მონაწილე მებრძოლები სალაფიზმის მიმდევრები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აქტობეში შეიარაღებული ჯგუფი იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს დაესხა თავს და 7 ადამიანი მოკლა. თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 17 თავდამსხმელი მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics