12:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 10:53:42, 1114 ნახვა

საზოგადოება
შსს პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას „Gulf Georgia“ და სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტუდენტებმა უწყების მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია „Gulf“-ის ავტოგასამართ სადგურებსა და მასთან მდებარე „Gulf Store“-ის ობიექტებში განათავსეს. სტიკერები ავტოგასამართ სადგურებში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ, რომელთაც სტუდენტებმა შს სამინისტროს კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics