12:12 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 16:02:54, 792 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ილარიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო.

„ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics