|
2016-06-10 13:23:03, 976 ნახვა
საზოგადოება
თბილისში C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი გაიხსნა
თბილისში, ფალიაშვილის 110 ნომერში დღეს C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნა. ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება უკვე ახალ მისამართზე შეუძლიათ. მომსახურების ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ვალერი კვარაცხელიამ და ზაზა სოფრომაძემ გახსნეს. C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 ბენეფიციარს მოემსახურება. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისათვის სავალდებულო იქნება დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს სკრინიგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები. მომსახურების ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე, კლინიკებისათვის სერვისის მიღების პროცესს. ამავე ცენტრში შესაძლებელა სკრინინგული კვლევების ჩატარება. იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, მიაწოდებს პაციენტებს. ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა C ჰეპატიტის სერვის-ცენტრის გარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებშიც შეუძლიათ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გრძელდება უწყვეტად და ითვალისწინებს მოცვის გაფართოვებას. ყოველწლიურად 20 000 - 30 000 პაციენტის მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების გამოვლენას.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)