06:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 15:55:29, 628 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მინისტრებმა თანამდებობა საარჩევნო სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ

მინისტრებმა, რომლებიც საარჩევნო სიაში მოხვდებიან, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტიდან უნდა დატოვონ, - ამის შესახებ განმარტება დღეს ცესკო-ში გაკეთდა.

რაც შეეხება მინისტრების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, ცესკო-ში განმარტავენ, რომ მინისტრებს, არასამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალებათ.

ამასთან, ცესკოს ცნობით, პარტიებმა საარჩევნო სია არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე უნდა წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics