|
2000-01-01 00:00:00, 771 ნახვა
საზოგადოება
ისტორიული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი მადრიდში დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მადრიდში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ვალადიმერ ვაისის გუნდმა "ალფონსო პერესის" სახელობის სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს 1:0 მოუგო. ამხანაგურ მატჩში გოლი თამაშის მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.საგოლე ეპიზოდი ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო, მან ესპანელთა შეტევა ჩაჭრა, სწრაფი შეტევა წამოიწყო, ესპანელებმა ქართველი ფეხბურთელი თითქოს შეაჩერეს, თუმცა შეტევა ჯაბა ჯიღაურმა გააგრძელა, საბოლოოდ კი ისტორიული გოლო თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ესპანეთის ნაკრები მოედანზე ასეთი შემადგენლობით იყო: დე ხეა, ხუანფრანი (ბელერინი 46), პიკე, რამოსი (სან ხოსე 46), ალბა, ბუსკეტსი (პედრო 76), ტიაგო ალკანტარა (კოკე 46), ვასკესი (დავიდ სილვა 62), ფაბრეგასი (ინიესტა 46), ნოლიტო, ადურისი მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთი იყო: რევიშვილი (კვასხვაძე 55), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (კობახიძე 84), აბურჯანია (ცისკარიძე 78), ჯიღაური, ყაზაიშვილი (ჭანტურია 72), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (ქვილითაია 72) მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი წინა ამხანაგური თამაში საქართველოს ნაკრებმა რუმინელებთან 5:1 წააგო, ხოლო ესპანეთმა სამხრეთ კორეა გაანადგურა 6:1 აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთი დონის გრანდთან მატჩი არასოდეს არ მოუგია. ხოლო ესპანეთს საკუთარ მოედანზე მატჩი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრების დამარცხება შარშანწინ გერმანიამ მოახერხა, მაშინაც ანგარიში 0:1 დასრულდა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)