11:32 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 16:47:38, 587 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კეკელიძე ჩაქვში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა

ცნობილი ადამიანების ვიზიტი საზოგადოებრივ ცენტრებში გრძელდება.

ამჯერად ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში მწერალი, პოეტი და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ადგლობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

სტუმარმა ახალგაზრდებთან წიგნის და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაიმართა მცირე დისკუსია განათლებისა და წიგნიერების როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ლიტერატურაზე, რომელსაც ეცნობიან. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ლიტერატურიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები დაესახელებინა.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics