00:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 16:44:58, 618 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკების რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წევრები: თბილისის კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, სამხრეთ კავკასიას დესტაბილიზაციით ემუქრება

თბილისის აჩქარებული კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, სამხრეთ კავკასიას დესტაბილიზაციით ემუქრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ-ოსეთია“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჟენევის მოლაპარაკების რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წევრებმა გააკეთეს.

ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდამდე კონსულტაციები გამართეს.

„ცხინვალში განსაკუთრებული შეშფოთება ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნამ გამოიწვია. ჩვენი მიზანია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ყურადღების საქართველოსა და მისი მოკავშირეების საშიში ქმედებისკენ მიპყრობაა“, - ნათქვამია რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება კავკასიის რეგიონში ძალის გამოყენებისთვის თავის არიდების საკითხსა და საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოებაზე გაამახვილეს.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლიდან პერიოდულად იმართება. შეხვედრებს, სამხრეთ ოსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე ნატო-ს დელეგაციები ესწრებიან.

ცნობისთვის, მორიგი შეხვედრა 14-15 ივნისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics