16:45 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:31:25, 1091 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, სხდომა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დაატოვებინეს.

გვარამიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რა არგუმენტით მიიღო მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება:

"პრაქტიკულად მძინავს დარბაზში იმიტომ, რომ გუშინ შუაღამემდე ეთერში ვიყავი, ძალიან გვიან მივედი სახლში და დღეს დილით ისევ პროცესი დაიწყო. ძალიანაც რომ მინდოდეს აქტიურობა ისე,  როგორც შემიძლია და ვაკეთებ ხოლმე, ახლა ფიზიკურად  არ შემიძლია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, მომმართა ქალბატონმა ნათია გუჯაბიძემ, შემომთავაზა რაღაც უცნაური თამაში მანტიის გახდაზე და გადავწყვიტე, პასუხი გამეცა. როგორც  კი პასუხის გაცემა დავაპირე,  თავმჯდომარემ გამომაძევა. მითხრა,  რომ ნუ გასცემ პასუხს. ვუთხარი,  მოსამართლე მომმართავს და როგორ შემიძლია რომ პასუხი არ გავცე. იმის გამო, რომ ისევ გავაგრძელე  მასთან საუბარი,  გამომაძევა",-აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics