|
2015-02-26 11:38:21, 7844 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეაში“ მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
„თიბისი გალერეაში“, დღეს 19:00 მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “სათამაშომოედანი” გაიხსნება. „სათამაშო მოედანი“ მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების სელექციაა. გამოფენაზე მხატვრის მიერ 2014 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მხატვრის ინსპირაციის წყარო და გამოფენის კონცეფცია ფიგურების თამაშია. “თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე, ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის გარკვეულ მიზანს ისახავს. ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რომლებსაც მოგვიანებით,ზრდასრულ ასაკში სხვა, უფრო ძვირად ღირებული საგნებით ვცვლით. ასევე ვირგებ თროლებს,რომლებიც მოგვწონს და ჩვენი ნამდვილი სახის შესანიღბად გვჭირდება. ჩვენ სწორედ თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოციებს იმ სამყაროში, რომელშიც დავიბადეთ და ამას ვერსად გავექცევით", - ასე ხსნის თამაშს, როგორც მისი ინსპირაციის წყაროს, მაკა ბატიაშვილი. მაკა ბატიაშვილი დაიბადა 1975 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.1992 - 1997 წლებში ბატიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ძირითადად მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაში. ვიდეო და ფოტოგრაფია მისი ინტერესის სფეროებია. მაკა ბატიაშვილი არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორიაროგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში. თბილისში მის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გალერეები მასპინძლობდნენ. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მათ შორის Arundel Art Room Gallery, არუნდელი, დიდიბრიტანეთი; გალერეანათი (Nati Gallery), ლონდონი, დიდიბრიტანეთი და ა.შ. გამოფენათიბისი გალერეაში 6 მარტამდე გაგრძელდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)