|
2016-05-27 19:21:36, 661 ნახვა
საზოგადოება
ძალადობა და ძალადობის მუქარა საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესებისას სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება
ძალადობა და ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიების დროს ან ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ 27 მაისის სხდომაზე დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. „პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და მთავარი სიახლე არის კოდექსში შესატანი მუხლის პროექტი, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადს გახდის შემდეგ ქმედებებს: საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტაციის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე; კამპანიის ადგილას, კამპანიის ღონისძიების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვა სახის ძალადობას, ან ამგვარის მუქარას, თუკი ასეთ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაშინ ამგვარ ქმედებაზე ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; თუ ამგვარს მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება − თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; ხოლო თუ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან − თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ასევე, მკაცრდება ცემის მუხლი − 125-ე მუხლი, რომელიც, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც პროკურატურას და, საბოლოო ჯამში, არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს. მთლიანობაში, მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ერთსულოვანი იყო ყველა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა − რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე, არ იყოს წიხლები, ჩხუბი ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება, ჩვენ ეს კულტურა როგორმე უნდა დავასრულოთ ერთად. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ, როგორც მთავრობა, ინიციატორი ამ ცვლილებების, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ცვლილებები, რადგან ჩვენ მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს ყველანაირი მობილიზება იმისთვის რომ ის სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარდეს“. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ნებას − ყველა საჭირო ზომა მიიღოს იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ქვეყნების სამართალთან. ესტონეთის, ფინეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამართალში არსებობს სპეციალური რეგულაციები, რომლებიც ითვალიწინებს სასჯელს არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესის ხელისშემშლელი ძალადობრივი დანაშაულისათვის.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)