|
2016-05-25 13:59:15, 706 ნახვა
პოლიტიკა
ნიშნიანიძე კორცხელის ინციდენტზე: ცხრა წელი გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ
ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ, დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ომარ ნიშნიანიძე კორცხელში მომხდარ ინციდენტს. დეპუტატის შეფასებით, ჯერ 2012 წელს კარალეთში მომხდარი ფაქტის მონაწილეეები უნდა დაისაჯონ და მერე კორცხელის ინციდენტში მონაწილეები. „მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორე ისე საცემები არიან,” - აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)