11:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 10:47:13, 594 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.

​საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს.

მინისტერიალში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი  ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

მინისტერიალს ასევე დაესწრებიან ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics