11:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 00:23:18, 685 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ოზურგეთში გამარჯვება გადამდები ეფექტი ექნება

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში გამარჯვებულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და მხარდამჭერებს სკაიპით მიულოცა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა გურიაში ეს პარტიის პირველი გამარჯვებაა 2012 წლის შემდეგ, რომელსაც მომავალში გადამები ეფაქტი ექნება.

"ეს არის 2012 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება "ნაციონალური მოძრრაობის" გურიაში. ეს არის ისტორიული მცირე გამარჯვება რომელსაც დიდი ეფექტი ექნება, მთელ საქართველოში. ძალიან მაგარი გუნდი შეკრიბეთ, ყოჩაღ. ეხლა ძაან მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვება გადაედოს დანარჩენ საქართველოს. გურიაში გამარჯვება ნიშნავს რომ პრაქტიკულად აჭარა მოგებული გვაქვს, გურიაში პოზიციები გავიმმყარეთ და მომავალში საქართველოშიც იგივე შედეგები უნდა დავდოთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოზურგეთის მე-16  59 უბანიზე წინასწარი ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. გამარჯვების აღსანიშნავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ. საარჩევნო უბნის მონაცემები ასე გადანაწილდა: მე-16 უბანი: 291 ნაციონალური მოძრაობა / 188 ქართული ოცნება მე- 59 უბანი: ნაციონალური მოძრაობა 420 / ქართული ოცნება 290

გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics