|
2016-05-22 12:43:43, 627 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „სუოლუნ კომპანის“ მიერ გახსნილი რიგით მეოთხე ობიექტია, სადაც ხდება ქართული ღვინის რეალიზაცია და პოპულარიზაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორამციით, ქათული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. უწყების ინფორმაციით, „სუოლუნ კომპანია“ მაისის ბოლოს კიდევ სამ „ქართული ღვინის სახლს“ გახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს. „სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაო ძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, სადაც დაინტერესებული მომხმარებელი არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნობა. ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ქართული ღვინის საწყობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და სხვა დელეგატები. ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“ (მაღაზია, სალონი, პავილიონი, ცენტრი), რომელიც სხვადასხვა კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში გახსნა. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია - იანვარ-აპრილის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტირებულია 779 425 ბოთლი, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედართებით 58% შეადგინა. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, ქართული ღვინო მონაწილეობს ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები და ა.შ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)