13:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 09:27:52, 937 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

„უპირველესყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო. ასევე საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს. ჩვენ დადგენილი გვყავს კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება და უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ ამ საქმეზე სამართებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics