09:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 09:13:42, 426 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ისაუბრებს მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, დაცვის საკითხებზე და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე.

ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics