17:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 12:49:44, 581 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დუბაის სავაჭრო- სამრეწველო პალატის საერთაშორისო ოფისის დირექტორს, ომარ ხანს და სავაჭრო- სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ლევან დავითაშვილმა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები გააცნო და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრების ყურადღება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე,  სურსათის უვნებლობის საკითხზე და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics