17:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 19:27:21, 703 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან“ ითანამშრომლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან“ („ელსა საქართველო)“ ითანამშრომლებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა, ირაკლი ხელაძემ და „ელსა საქართველოს“ პრეზიდენტმა, ქეთევან მჭედლიშვილმა მოაწერეს.

ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო უნარჩვევევის განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება.

მემორანდუმის ხელმოწერა „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ 35-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა, რომელსაც „ელსა საქართველოს“ პარტნიორი სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების  წარმომადგენლები დაესწრნენ. საიუბილეო თარიღი  ასოციაციის 43 წევრი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ევროპის 200-მდე ქალაქში აღინიშნა. „ელსა“ არის ევროპაში იურისტ სტუდენტთა ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება, რომელიც 40 ათასამდე სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics